დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალის გაზრდის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის №335 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2601 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020435 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2601
2015 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალის გაზრდის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის №335 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალის გაზრდის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის №335 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დონორი ორგანიზაციების მეშვეობით დაფინანსებული რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის (ADB), 500-220 კვ ქ/ს-ის „ჯვარისა“ და შესაბამისი ხაზების მშენებელობის (EBRD, EC, KFW) და 220 კვ „ახალციხე-ბათუმის“ ხაზის მშენებლობის (WB) პროექტების განხორციელების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასისტემო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 36 03) გამოყოფილი ასიგნებებიდან, სს „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალი გაიზარდოს 3 999 988, 82 (სამი მილიონ ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდარვა ლარი და ოთხმოცდაორი თეთრი) ლარით, შემდგომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კაპიტალის გაზრდის მიზნით.“.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები