დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარე „საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1“-ის ფარგლებში (ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტი) ქ. თბილისის ახალი 4 ზოლიანი შემოვლითი გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და დეტალური პროექტის (მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის და განსახლების სამოქმედო გეგმის) დაფინანსების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2597 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020456 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2597
2015 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარე „საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1“-ის ფარგლებში (ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტი) ქ. თბილისის ახალი 4 ზოლიანი შემოვლითი გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და დეტალური პროექტის (მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის და განსახლების სამოქმედო გეგმის) დაფინანსების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარე „საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1“-ის ფარგლებში (ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტი) ქ. თბილისის ახალი 4 ზოლიანი შემოვლითი გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და დეტალური პროექტის (მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის და განსახლების სამოქმედო გეგმის) დაფინანსების შესახებ.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართოს აზიის განვითარების ბანკს „საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1“-ის ფარგლებში (ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტი) ქ. თბილისის ახალი 4 ზოლიანი შემოვლითი გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და დეტალური პროექტის (მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის და განსახლების სამოქმედო გეგმის) დაფინანსებასთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები