დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს 2010 წლის 30 აგვისტოს პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №7-31-189 ოქმით (ხელშეკრულებით) განსაზღვრული პირობებისგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „ველაჯიოსა“ და შპს „ველაჯიო დეველოპმენტის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2590 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020453 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2590
2015 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს 2010 წლის 30 აგვისტოს პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №7-31-189 ოქმით (ხელშეკრულებით) განსაზღვრული პირობებისგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „ველაჯიოსა“ და შპს „ველაჯიო დეველოპმენტის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დადგინდეს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს 2010 წლის 30 აგვისტოს პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №7-31-189 ოქმის (ხელშეკრულების) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობები:
„გ) პირადად ან/და მესამე პირების მეშვეობით, შექმნილ სავაჭრო ცენტრში არანაკლებ 150 (ას ორმოცდაათი) ადამიანის დასაქმება სავაჭრო ცენტრის ექსპლუატაციაში მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში და დასაქმებულთა აღნიშნული რაოდენობის შენარჩუნება არანაკლებ 3 (სამი) წლის განმავლობაში;
დ) სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება და დასასვენებელი სკვერის მოწყობა 2016 წლის პირველ იანვრამდე.“.
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს „ველაჯიო“ და შპს „ველაჯიო დეველოპმენტი“ გათავისუფლდნენ ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს 2010 წლის 30 აგვისტოს პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №7-31-189 ოქმის (ხელშეკრულების) და სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „ველაჯიოს" და შპს „ველაჯიო დეველოპმენტს“ შორის 2013 წლის 11 ოქტომბერს გაფორმებული ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსგან იმ პირობით, რომ ისინი შეასრულებენ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საპრივატიზებო პირობებს.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები