დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 66/2015 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 12/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.15.008.016230 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/12/2015 - 27/06/2017)
|
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 2 სექტემბრის №41/2015 დადგენილება.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი
|
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი საფინანსო-ეკონომიკური/იურიდიული განათლება: ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; გ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“; ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“; თ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ; ი) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; კ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“; ლ) ცესკოს რეგლამენტი; მ) „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება; ნ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება; ო) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება; პ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება; ჟ) სამსახურის დებულება. |
| მუხლი 2 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის სპეციალისტის (III კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება: ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; გ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) დროის ეფექტურად განაწილების უნარი; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; ბ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ; თ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; ი) ცესკოს რეგლამენტი; კ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება. ლ) სამსახურის დებულება. |
| მუხლი 3 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი საფინანსო-ეკონომიკური განათლება: ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი იურისპრუდენციაში; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; გ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“; ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“; თ) ცესკოს რეგლამენტი; ი) „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება; კ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება; ლ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება; მ) სამსახურის დებულება. |
| მუხლი 4 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. აუცილებელი მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება: ბაკალავრის ან კანონმდებლობის შესაბამისად, ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; გ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) დროის ეფექტურად განაწილების უნარი; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; ბ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ; თ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; ი) ცესკოს რეგლამენტი; კ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება; ლ) სამსახურის დებულება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები