„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს N96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 171
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 17/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 21/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.038.016586
171
17/12/2015
ვებგვერდი, 18/12/2015
010340020.22.038.016586
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს N96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს N96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №171

2015 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს N96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი  საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №96  ბრძანებაში  (სსმ,010340020.22.038.016511, 27.08.2015) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 მუხლი:

„მუხლი 17.

1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანაშემწის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა)  უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საჯარო სამსახურში;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

დ) უცხო ენის ცოდნა;

ე) ტრენინგებში,  ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანაშემწის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (მესამე თავი);

დ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

ე) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

ვ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის  2015 წლის 26 აგვისტოს N97 ბრძანება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ ხულორდავა