ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის ანგარიში

  • Word
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ბათუმის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 08/12/2015
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2
08/12/2015
ვებგვერდი, 17/12/2015
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის ანგარიში
ბათუმის საქალაქო სასამართლო

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

   სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს:

მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ.

   2015 წლის განმავლობაში ბათუმის საქალაქო სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 67 განცხადება, მათ შორის:

მოქალაქის განცხადება  -  18

მედიის განცხადება - 20

ადვოკატის განცხადება - 3

არასამთავრობო ორგანიზაცია - 14

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი - 6

საინფორმაციო ცენტრი - 1

აჭარის უმაღლესი საბჭო - 1

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო - 1

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - 1

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო - 2

შემოსული განცხადებებიდან 58 მოთხოვნა დაკმაყოფილდა; 7 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 2 არ დაკმაყოფილდა.

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ

ლალი ქუთათელაძე - 2009 წლის 7 ოქტომბრიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი.

 საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ გასაჩივრებულა.

საანგარიშო პერიოდში საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს  ადგილი არ ჰქონია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი,

კანცელარიისა და მოქალაქეთა

მისაღები განყოფილების უფროსი                                          ლალი ქუთათელაძე