აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის ანგარიში

  • Word
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობა
მიღების თარიღი 10/12/2015
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/12/2015
ვებგვერდი, 14/12/2015
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის ანგარიში
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობა

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2015 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე

საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2015 წლის 05 იანვრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდს.

ა) საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, საჯარო ინიფორმაციის მოთხოვნით აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოებში შემოვიდა 38 განცხადება. საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნით - განცხადება არ შემოსულა.

ბ) მოცემულ საანგარიშო პერიოდში შემოსული განცხადებებიდან დაკმაყოფილდა 38 განცხადება, ხოლო საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა. საჯარო ინფორმაციის გაცემის უზურნველყოფაზე პასუხისმგებელი პირია აჟარის (ზემო აფხაზეთი) მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წამყვანი სპეციალისტი - ნანა ავალიანი.

გ) საანგარიშო 2015 წლის განმავლობაში, აჟარის (ზემო აფხაზეთი) მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდა პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების 41 ფაქტი.

დ) აჟარის (ზემო აფხაზეთი) მუნიციპალიტეტის ორგანოებში, საჯარო მოსამსახურეთა მიერ ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნათა დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

აჟარის (ზემო აფხაზეთის)

მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა მარგიანი