საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის ანგარიში

  • Word
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
მიღების თარიღი 09/12/2015
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
09/12/2015
ვებგვერდი, 15/12/2015
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის ანგარიში
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს

2015 წლის ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის ანგარიშს ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულების თაობაზე. კერძოდ:

ა) სააგენტოში სულ შემოვიდა 193 განცხადება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე.

ბ) საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად გაიცა 191 შემთხვევაში. ერთი განცხადება გადაეგზავნა შესაბამის უწყებას განმცხადებლისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

გ) საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე სააგენტოში შესაბამისი მოთხოვნა არ შემოსულა. ამასთან, სააგენტოს მიერ არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე.

დ) ერთ განცხადებაზე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხი მომზადების პროცესშია.

ე) განცხადება საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ სააგენტოში არ შემოსულა.

დ) 2015 წლის განმავლობაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა ერთ შემთხვევაში. საჩივარი ეხებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის ვადების დარღვევას, ვინაიდან განმცხადებლის მოთხოვნა დაგვიანებით, თუმცა დაკმაყოფილდა, პასუხისმგებელი პირის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენება არ მომხდარა.

 

გენერალური დირექტორი                                  ნ. ანთიძე