დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს 2015 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საჯარო სამსახურის ბიურო |
| მიღების თარიღი | 10/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს 2015 წლის ანგარიში
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციის საჯაროობის 2015 წლის ანგარიშს.
საანგარიშო წლის განმავლობაში:
1.ბიუროსსაჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით წარედგინა 52 განცხადება.საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით ბიუროსთვის მომართვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.ბიუროს არ მიუღია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.
2.საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნა დაკმაყოფილდა 52 შემთხვევაში.გადაწყვეტილება თითოეულ შემთხვევაში მიღებულია ბიუროს უფროსის – ეკატერინე ქარდავას მიერ. ბიურო არ წარმოადგენს კოლეგიურსაჯარო დაწესებულებას, შესაბამისად სხდომის დახურვის პირობებში გადაწყვეტილების მიღების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
3.ბიურო პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გაცემისას ხელმძღვანელობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მის მიერ მუშავდება, მასთან დაცულია, ინახება და მესამე პირებზე გაიცემა პერსონალური მონაცემები„საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილ ფარგლებში.
4.ბიუროს მოსამსახურეთა მიერ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დაკისრების არცერთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
5. სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მიღებული გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა.
ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები