აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ

  • Word
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01/261
დოკუმენტის მიმღები აღმოს. საქ-ში აფხაზ-ის ავტ. რესპ. მთავრობის წარმომადგენლობა
მიღების თარიღი 09/12/2015
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
01/261
09/12/2015
ვებგვერდი, 11/12/2015
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
აღმოს. საქ-ში აფხაზ-ის ავტ. რესპ. მთავრობის წარმომადგენლობა

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის წარმომადგენლობის 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ

 

საანგარიშო პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა საქმიანობას ახორციელებდა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა თანახმად.
    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე:

ა) 2013 წლის საანგარიშო პერიოდში წარმომადგენლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 185 (ას ოთხმოცდახუთი) წერილი, საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნით - 0;

 ბ) დადებითი პასუხით დაკმაყოფილდა 185 (ასოთხმოცდახუთი) წერილი, ხოლო უარყოფითი პასუხით 0;

 გ) წარმომადგენლობას გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს წარმომადგენლობის მოხელეთა პერსონალურ მონაცემებს, ასავე ბაზა, რომელიც შეიცავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ პერსონალურ მონაცემებს, აღნიშნულ ბაზებზე წვდომა გააჩნიათ წარმომადგენლობის შესაბამისს სტრუქტურულ ერთეულებს (ხელმძღვანელებს);

დ) საანგარიშო პერიოდში წარმომადგენლობის თანამშრომლებს არ დაურღვევიათ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, შესაბამისად არ მომხდარა დისციპლინური სახდელის დადება;

ე) წარმომადგენლობამ საჯარო ინფორმაცია გასცა უსასყიდლოდ.

ვ) გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აპარატის უფროსის მოადგილე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ლევან ბარათელი.

 

წარმომადგენლობის ხელმძღვანელი      დემურკეკელია