ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის დეკემბრის ანგარიში

  • Word
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის დეკემბრის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მიღების თარიღი 07/12/2015
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
07/12/2015
ვებგვერდი, 14/12/2015
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის დეკემბრის ანგარიში
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 10 დეკემბრის ანგარიში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ

 

     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და გაცემული ინფორმაციის შესახებ 12 თვის ანგარიშს. ანგარიშში მოცემულია 2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული ყველა განცხადება.

2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, საკრებულოს აპარატში სულ შემოვიდა 23 განცხადება.

 ყველა მათგანზე მოხდა რეაგირება და ამის შესახებ საჯარო ინფორმაციის გამომთხოვ პირებს წერილობითი ფორმით ეცნობა.

ამ განცხადებებიდან:

ü  23 განცხადება სრულად დაკმაყოფილდა

ü  0 განცხადებას უარი ეთქვა.

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე მარიამ ქათამაძე.

საჯარო ინფორმაციის გაცემისას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი 10-დღიანი ვადა ყოველთვის დაცულია.

- 12 თვის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული ყველა განცხადება დაკმაყოფილდა.  უარის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციული საჩივარი არ შემოსულა.

12 თვის განმავლობაში საკრებულოს მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის ხარჯებმა ასლის მოსაკრებლის სახით,შეადგინა 0 ლარი.

საანგარიშო პერიოდში მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე საკრებულოში არ შემოსულა. შესაბამისად, შესწორებები საჯარო ინფორმაციაში არ განხორციელებულა.

საანგარიშო პერიოდში საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სზაკ-ის მოთხოვნების დარღვევისთვის დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევები არ ყოფილა.

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                  ვაჟა შუბითიძე