ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წელს გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში

  • Word
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წელს გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მიღების თარიღი 10/12/2015
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/12/2015
ვებგვერდი, 15/12/2015
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წელს გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2015 წლის ანგარიში

 

საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი” მე–3 თავის

49–ე მუხლის შესაბამისად 2015 წლის განმავლობაში ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 35 (ოცდათხუთმეტი) განცხადება, მათ შორის 4 (ოთხი) განცხადება ისეთი ინფორმაციის მოთხოვნაზე, რომელთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ გააჩნდა ინფორმაცია, აღნიშნულიდან      გამომდინარე  განცხადება                              საქართველოს  ზოგადი         ადმინისტრაციული კოდექსის   მე-80 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გადაგზავნილ იქნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით დაკმაყოფილდა 31 (ოცდათერთმეტი) განცხადება,  რაზედაც                         გადაწყვეტილება                      მიღებულ        იქნა     საჯარო     ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის    უზრუნველყოფაზე     პასუხისმგებელი     პირის – ქალაქ   ზუგდიდის მუნიციპალიტეტის      საკრებულოს      საქმისწარმოებისა      და      იურიდიულ      საკითხთა განყოფილების   უფროსის           ნინო   დაგარგულიას   და   მთავარი   სპეციალისტის   იურიდიულ საკითხებში თამარ შეროზიას მიერ.

გაცემული საჯარო ინფორმაციის რაოდენობა არის 31 (ოცდათერთმეტი), აქედან არასამეწარმეო                             (არაკომერციულ)    იურიდიულ    პირებზე    -    27    (ოცდაშვიდი),   მედია საშუალებაზე   -   5   (ხუთი),   ადმინისტრაციულ   ორგანოზე   -   1   (ერთი),           2015   წელს   ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დახურული სხდომა არ ჩატარებულა.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი’’ დარღვევისა და  საჯარო  ინფორმაციაზე   პასუხისმგებელ   პირზე   დისციპლინური   სასჯელის  დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                               მერაბ ქვარაია