დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში) ადმინისტრაციის 2015 წლის 10 დეკემბრის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაცია |
| მიღების თარიღი | 10/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში) ადმინისტრაციის 2015 წლის 10 დეკემბრის
ანგარიში
(საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად)
1. 2015 წლის 01 იანვრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შემოვიდა 23 მოთხოვნა, რომელთაგან დაკმაყოფილდა ყველა და გასაჩივრების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
2. სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე წერილობით მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.
3. საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და სხვისთვის გადაცემა არ მომხდარა .
4. საანგარიშო პერიოდში ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად პასუხისმგებელ პირებს არ დაკისრებია დისციპლინარული პასუხისმგებლობა.
5. სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით ხარჯების გაწევის აუცილებლობა არ წარმოქმნილა.
სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის
პირველი მოადგილე არჩილ ჯაფარიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები