სსიპ - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის 2015 წლის ანგარიში

  • Word
სსიპ - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის 2015 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სსიპ - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი
მიღების თარიღი 10/12/2015
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/12/2015
ვებგვერდი, 10/12/2015
სსიპ - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის 2015 წლის ანგარიში
სსიპ - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი

სსიპ - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის

2015 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ  სასწავლო ცენტრის 2015 წლის ანგარიშს:

ა) სსიპ - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში  სულ 15 მოთხოვნა შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე სასწავლო ცენტრში  მოთხოვნა არ შემოსულა. სასწავლო ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;

ბ) დაკმაყოფილდა 15 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა;

დ) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში სასწავლო ცენტრში  დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა;

ე) სასწავლო ცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად, არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის ,,ზ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სასწავლო ცენტრის  ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. სასწავლო ცენტრის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე, არ გვაქვს ინფორმაცია

გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.

ამასთან, სასწავლო ცენტრის 2015 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:

 

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

15

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა

0

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

0

საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა

0

პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა

0

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

0

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0

დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0

სსიპ - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის                            ავთანდილ მიქანაძე

სასწავლო ცენტრის დირექტორის მოვალეობის

შემსრულებელი