ანგარიში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესახებ

  • Word
ანგარიში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 831-12
დოკუმენტის მიმღები ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მიღების თარიღი 09/12/2015
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
831-12
09/12/2015
ვებგვერდი, 11/12/2015
ანგარიში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესახებ
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ან­გა­რიში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის

გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესა­ხებ

 

 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო ინფორ­მაცი­ის გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს 2015 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე ხელმძღვა­ნელობს რა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნებით. დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი – ქ.ბათუმის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი. დამტკიცებულია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხის-მგებელი პირის სამსახურებრივი ინსტრუქცია. თვალსაჩინო ადგილას სპეციალურ საინფორმაციო დაფაზე გამოკრულია პასუხისმგებელი პირის ვინაობა და საკონტაქტო ტელეფონები, სამსახურებრივი ინსტრუქცია და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლების შესახებ“ სამართლებრივი აქტის ქსეროასლი.

2015 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელზე შემოსულია 86 წერილი საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით.

ზოგადი ადმინისტრა­ციული კოდექსის მოთხოვნების დაცვით:

- გაცემულია ინფორმაციების ქსეროასლები, რომელთა რაოდენობა შეადგენს A4 ფორმატის ქაღალდის 227 გვერდს და შესაბამისად გადახდილია მოსაკრებელი თანხა               11 ლარი და 35 თეთრი.

- გაცემულია ინფორმაციების ელექტრონული ვერსიები  დაინტერესებულ  პირთა მიერ  წარმოდგენილ2 ელექტრო­ნულ ფოსტებზე.

- პერიოდულად ხდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართ­ლებრივი აქტების განთავსება საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.batumicc.ge. 

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის და გასაჩივ-რების არც ერთ ფაქტს არ ჰქონია ადგილი.

 

საკრებულოს აპარატის უფროსი                                                                პ. მგელაძე