დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ 2015 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5473 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო |
| მიღების თარიღი | 09/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ ანგარიში
საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს პერიოდს 2014 წლის ( 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე)
2014 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში“ (შემდგომში – სააგენტო) პასუხი გაეცა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მიზნით წარმოდგენილ 67 განცხადებას. ამასთან, არ დაფიქსირებულა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა. ინფორმაციის გაცემაზე უარი ეთქვა ორ შემთხვევაში. ერთ განმცხადებელს, კანონმდებლობის შესაბამისად, ეთხოვა მოსაკრებლის გადახდა, რაც მის მიერ არ განხორციელებულა, შესაბამისად, ინფორმაცია არ გაცემულა.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი, ორივე შემთხვევაში, განმცხადებელს ეთქვა სააგენტოს თავმჯდომარის მიერ.
სააგენტოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე თერთმეტი წერილის საპასუხოდ შეგროვდა, დამუშავდა, შენახულ იქნა და გაიცა შესაბამისი ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შესახებ.
სააგენტოს მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.
სააგენტო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ეყრდნობოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
დაფიქსირდა საჯარო ინფორმაციაზე უარის თქმის გასაჩივრების მხოლოდ ერთი ფაქტი. საქმეზე გადაწყვეტილება ჯერ არ გამოტანილა.
საჯარო ინფორმაციის გაცემისას სააგენტო ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.
თავმჯდომარის მოვალეობის
შემსრულებელი ზაზა ნანობაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები