ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციიის თავისუფლების შესახებ დებულებების შესრულების თაობაზე

  • Word
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციიის თავისუფლების შესახებ დებულებების შესრულების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 40/312
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მიღების თარიღი 09/12/2015
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
40/312
09/12/2015
ვებგვერდი, 14/12/2015
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციიის თავისუფლების შესახებ დებულებების შესრულების თაობაზე
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციიის თავისუფლების შესახებ დებულებების შესრულების თაობაზე

 

2015 წლის განმავლობაში ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 29 განცხადება შემოვიდა. აქედან ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.

საკრებულოს არ მიუღია არც ერთი გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ყველა ინფორმაცია გაიცა კანონით დადგენილ ვადებში. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა საკრებულოში არ შემოსულა.

2015 წლის განმავლობაში ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან დაკავშირებული ხარჯები არ გაუწევია.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ. გადაწყვეტილების შესრულება დაევალა საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს – საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს აკაკი ქვათელაძეს.

2015 წლის განმავლობაში ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

2015 წლის მანძილზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ არ განხორციელებულა პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების ფაქტი.

საჯარო       მოსამსახურეების       მიერ    კოდექსის       დარღვევისა    და       პასუხისმგებელი პირისათვის დისციპლინარული სახდელის დადების 2 ფაქტს ჰქონდა ადგილი.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                             ვალერი ბახტაძე