№21 გარდაბნის ოლქში გასამართი თვითმმართველი თემის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისთვის საოლქო კომისიის მიერ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 62/2015
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 09/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016226
62/2015
09/12/2015
ვებგვერდი, 09/12/2015
010240060.15.008.016226
№21 გარდაბნის ოლქში გასამართი თვითმმართველი თემის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისთვის საოლქო კომისიის მიერ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №62/2015

2015 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

№21 გარდაბნის ოლქში გასამართი თვითმმართველი თემის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისთვის საოლქო კომისიის მიერ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 09 დეკემბრის №61/2015 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს №21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ თვითმმართველი თემის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა) დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გახსნილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 3
აუცილებლობის შემთხვევაში, არჩევნების მომზადებისა და ჩატარების ეფექტური ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული ფულადი სახსრების განაწილება შესაძლებელია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
მუხლი 4
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5
ეს დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი

დანართი

№   ოლქის № ოლქის დასახელება გადაზიდვის ხარჯები საოლქო უბნის ხარჯები უბნების რაოდენობა სულ უბნების დაფინანსება სულ ოლქი ოლქის ფუნქციონირების ხარჯი სულ მთლიანი ჯამი
სხვა ინვენტარის ხარჯები
21 გარდაბანი 1,000 3,500 500 290 63 18,270 23,270 7,467 30,737