„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში კონკურსის წესით თანამდებობაზე დასანიშნ პირთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 08/12/2015
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 27/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 010320040.32.057.016211
20
08/12/2015
ვებგვერდი, 11/12/2015
010320040.32.057.016211
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში კონკურსის წესით თანამდებობაზე დასანიშნ პირთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში კონკურსის წესით თანამდებობაზე დასანიშნ პირთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №20

2015 წლის 8 დეკემბერი

ქ. ბათუმი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში კონკურსის წესით თანამდებობაზე დასანიშნ პირთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში კონკურსის წესით თანამდებობაზე დასანიშნ პირთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №26 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, სარეგისტრაციო კოდი:  010320040.32.057.016143 26/11/2013) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამავე დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში კონკურსის წესით თანამდებობაზე დასანიშნ პირთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. გეოლოგიის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს გეოსაინფორმაციო პაკეტებისა და შესაბამისი რუკების მომზადებას უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება;  

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;

გ) უცხო ენა (სასურველია);

დ) კომპიუტერული პროგრამების (ArcGIS, Microsoft office Word, Microsoft office Excel, Internet Explorer) ცოდნა;

ე) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ე.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

ე.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი;

ე.დ) „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე.ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე.ვ) „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე.ზ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №53 დადგენილება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე