სსიპ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში

  • Word
სსიპ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 21501272898
დოკუმენტის მიმღები სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლა
მიღების თარიღი 07/12/2015
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
21501272898
07/12/2015
ვებგვერდი, 11/12/2015
სსიპ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლა

სსიპ  – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში

 

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49 –ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის   III თავით  დადგენილი  მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის  სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის  2015 წლის  ანგარიშს:

  ა)  სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლაში სულ შემოვიდა 1 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე.  მოთხოვნა არ შემოსულა საჯარო ინფორმაციის შესწორების თაობაზე. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის  გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ  ყოფილა  მიღებული.

  ბ) სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლაში დაკმაყოფილდა 1 მოთხოვნა და  არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება  მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 გ) სსიპზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. საჯარო დაწესებულების  მიერ პერსონალური  მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე  მოთხოვნა არ შემოსულა.

 დ) 2013 წლის საანგარიშო  პერიოდში  სსიპ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსით დადგენილი  მოთხოვნები არ  დარღვეულა  და  პასუხისმგებელ პირებზე  შესაბამისი დისციპლინური სახდელი  არ  დადებულა.

ე)  სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად, არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49 – ე მუხლის „ზ“ პუნქტის მოთხოვნასთან  დაკავშირებით  მოგახსენებთ, რომ სკოლის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება  არ გასაჩივრებულა. სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება  არ მიღებულა.  აქედან  გამომდინარე,  არ  გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.

 

  ამასთან , სკოლის 2015 წლის ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის  ფორმით:

              ანგარიში

 

 რაოდენობა

 

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

1

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა

 

0

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

 

 

0

 

საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა

 

 

1

პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა.

 

0

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების  შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გაცემის თაობაზე.

 

5

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყეტილების გასაჩივრების შესახებ

 

0

 დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და

გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის  მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

 

0

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის  

საჯარო სკოლის დირექტორი                                                                 გოგი თოდუა