დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 26 აგვისტოს №136 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 236 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.023.016360 |
|
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 26 აგვისტოს №136 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 26 აგვისტოს №136 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 01.09.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010340000.22.023.016259) დამტკიცებულ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შინაგანაწესში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2 1. სამინისტროში მოსამსახურის სამუშაო დრო განისაზღვრება 5-დღიანი სამუშაო კვირით. 2. სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 09.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე. სამუშაო საათების ყოველდღიური ხანგრძლივობაა 8 საათი. 3. იმ მოსამსახურეთათვის, რომელთაც ჰყავთ ერთი წლიდან 15 წლამდე ასაკის შვილები სამუშაო დრო შესაძლოა დაიწყოს დილის 09.00 სთ-დან 10.00 სთ-მდე, და შესაბამისად, დასრულდეს 18.00-დან 19.00 სთ-მდე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამსახურე, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (დეს) მეშვეობით, მიმართავს დაწესებულების ხელმძღვანელს განცხადებით, რომელსაც თანდართული უნდა ჰქონდეს ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განცხადება, მინისტრის შესაბამისი რეზოლუციით, ეგზავნება ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს. 6. დღის განმავლობაში მოსამსახურისათვის განსაზღვრულია შესვენების დრო 13.00 სთ-დან 14.00 სთ-მდე. 7. მოსამსახურის სამსახურში გამოცხადება და სამუშაო ადგილის დატოვება ფიქსირდება სპეციალური ტექნიკური საშუალების მეშვეობით, სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობის გამოყენებით.’’. |
2.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7 1. მოსამსახურის მივლინება ფორმდება მინისტრის ბრძანებით, რომლის საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი მოხსენებითი ბარათი. 2. მივლინების შესახებ მოხსენებითი ბარათი დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (დეს) მეშვეობით შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით (ვიზირებით) წარედგინება მინისტრს სამივლინებო პერიოდის დაწყებამდე 5 დღით ადრე მაინც. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტიდან გამონაკლისს წარმოადგენს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული მივლინება, რომლის მიზეზიც უნდა იქნეს ასახული მივლინების შესახებ მოხსენებით ბარათში. 4. მივლინების ბრძანებაში მითითებული უნდა იქნეს ინფორმაცია მივლინებაში გასამგზავრებელი პირის (პირების), მივლინების მიზნის, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღების, მივლინების ადგილის (ადგილების), მივლინებასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და მათი ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო სახსრების შესახებ, აგრეთვე, მომწვევი მხარის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასანაზღაურებელი თანხების შესახებ. 5. მოსამსახურე ვალდებულია მივლინების დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (დეს) მეშვეობით მინისტრს წარუდგინოს მივლინების თაობაზე ანგარიში მოხსენებითი ბარათის სახით (მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და მძღოლების გარდა). 6. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებით დაფინანსებული მივლინებიდან დაბრუნებულმა მოსამსახურემ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 7. სამივლინებო თანხების ანაზღაურება განხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგებისა და მე-6 პუნქტით დადგენილი შესაბამისი საბუთების ადმინისტრაციულ დეპარტამენტში წარდგენის საფუძველზე. 8. მოსამსახურე ვალდებულია მივლინების დასრულებიდან 3 დღის ვადაში, ხოლო თუ მე-3 დღე ემთხვევა მომდევნო კალენდარული წლის დასაწყისს – არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრისა, ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს აცნობოს მივლინების ვადების ან სხვა გარემოების ცვლილების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს შეაქვს შესაბამისი ცვლილება მივლინების თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში.’’ |
3.
მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. დაუშვებელია მოსამსახურის მიერ სამსახურში ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება.“.
|
4.
მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 -მე-7 პუნქტები:
„5. აკრძალულია სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში თამბაქოს მოწევა, გარდა საამისოდ სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა/ადგილებისა.’’ 6. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში მყოფი მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას ოფიციალური ჩაცმულობის სტილი. 7. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში მყოფი მოსამსახურე ვალდებულია ატაროს სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობა.“. |
5.
დანართი №4 (შემოვლის ფურცელი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი №4
შემოვლის ფურცელი
------------------------------------------------------------------------------------------------------ (მოსამსახურის გვარი, სახელი)
სტრუქტურული ქვედანაყოფი:
___________________________________________________________________________ (დასახელება)
სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
___________________________________________________________________________ (ხელმოწერა)
ადმინისტრაციული დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ქსელის ადმინისტრირების სამმართველო
____________________________________________________________________________ (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)
ადმინისტრაციული დეპარტამენტი: _________________________________________________________________________ (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)
მოსამსახურის ხელმოწერა -------------------------------------
თარიღი ___________________________________________ . |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მეორე დღეს.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები