დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილებაში „ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.147.016121 |
|
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილებაში „ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 25.12.2014 წ., 190020020.35.147.016081) „ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2015 წლის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2015 წლის შემოსავლები 1981.3 ათასი ლარის ოდენობით:
დ) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2015 წლის სხვა შემოსავლები 4.2 ათასი ლარის ოდენობით :
ე) დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2015 წლის ხარჯები განისაზღვროს 1 947.7 ათასი ლარით:
ვ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2015 წლის არაფინანსური აქტივების ცვლილება 55.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ზ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
თ)დადგენილების მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ერედვის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა მობილიზება და მათი გაწვევა. 2.ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ერედვის მუნიციპალიტეტის ეკონომიური განვითარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მათავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, კერძოდ, დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. 2.1კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: ა)კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება: დევნილთა კოტეჯებში დაზიანებული იატაკების შეკეთება, დევნილთა ჩასახლებებში დაზიანებული საცხოვრებელი ბინების შეკეთება, ააიპ წყალმომარაგების რეაბილიტაციისა და მომსახურების სააგენტოს ფუნქციონირება. ბ) კეთილმოწყობის ღონისძიებები: დევნილთა ჩასახლებაში მგზავრთა მოსაცდელი ჯიხურების მოწყობა. ი) დადგენილების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2015 წლის ასიგნებები
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები