დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სს „საქართველოს რკინიგზისა“ და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №706 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 611 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170020.10.003.018998 |
|
„სს „საქართველოს რკინიგზისა“ და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №706 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სს „საქართველოს რკინიგზისა“ და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №706 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29.12.2014 წ., 040170020.10.003.018326) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული შესყიდვების სპეციალური წესის:
1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შესყიდვა – შემსყიდველის სახსრებით, ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა (დანართი შედგება ექვსი ნაწილისაგან, რომლებიც ცალ-ცალკე განსაზღვრავს იმ საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალს, რომელთა შესყიდვის უფლებამოსილება აქვს სს „საქართველოს რკინიგზას“, მისი 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ/დაფუძნებულ იურიდიულ პირებსა და ასეთი იურიდიული პირების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ/დაფუძნებულ იურიდიულ პირებს, ამ წესით განსაზღვრული პროცედურებისა და პირობების შესაბამისად);“. 2. დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სს „საქართველოს რკინიგზის“ და მისი 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული იურიდიული პირების (შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსი“, შპს „ჯიარ ტრანზიტ ლაინი“, შპს „ჯორჯია ტრანზიტი“, შპს „ჯორჯიან ტრანზიტი“) და ასეთი იურიდიული პირების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული იურიდიული პირ(ებ)ის (შპს „ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზა“) მიერ შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი“. 3. დანართს შპს „ჯორჯია ტრანზიტის“ შესაბამისი გრაფის შემდეგ დაემატოს შპს „ჯორჯიან ტრანზიტის“ გრაფა შემდეგი რედაქციით:
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები