„სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის №598 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 610
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018997
610
04/12/2015
ვებგვერდი, 09/12/2015
300160070.10.003.018997
„სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის №598 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №610

2015 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის №598 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის №598 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02.12.2015 წ.,  300160070.10.003.018984) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მიზანია, საწარმოს მიერ ნედლი ნავთობის და/ან ნედლი ნავთობის ტრანსპორტირების/გადაზიდვის მომსახურების შესყიდვების, მასთან დაკავშირებული სხვა შესყიდვებისა და ღონისძიების შეუფერხებლად განხორციელება.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამარტივებული შესყიდვის საშუალების გამოყენებით ხორციელდება ამ წესის №1 და №2 დანართებით განსაზღვრული საქონლის  და/ან მომსახურების შესყიდვა.“.

3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საწარმოს დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნედლი ნავთობის და/ან ნედლი ნავთობის ტრანსპორტირების/გადაზიდვის მომსახურების შესყიდვის თაობაზე, კონკრეტული შესყიდვის განხორციელებამდე, წერილობით უნდა შეთანხმდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მმართველ პირთან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას შესყიდვის საკითხთან დაკავშირებით.“.

4. ამ წესის დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №2

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ შესასყიდი მომსახურების ჩამონათვალი

მომსახურების დასახელება

1

ნედლი ნავთობის გადაზიდვასთან/ტრანსპორტირებასთან

დაკავში­რებუ­ლი მომსახურება

2

ნედლი ნავთობის გადაზიდვის მო­მ­სახურების გაწევასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა (სატერმინალო მომსახურება, გადამზიდავი ტექნიკის ქირავნობა, გზის მომსახურების გადასახადები და სხვა)

3

ნედლი ნავთობის გადაზიდვების მომსახურების გაწევისათვის საჭირო საერთაშორისო დაზღვევის მომსახურება, ჰეჯირება

4

ნედლი ნავთობის შესყიდვასთან და/ან გადაზიდვასთან/ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული და მისგან გამომდინარე საექსპერტო, საკონსულტაციო, აუდიტორული და იურიდიული   მომსახურება

5

ნედლი ნავთობის შესყიდვასთან და/ან გადაზიდვასთან/ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საბანკო, საკრედიტო და სხვა საფინანსო დაწესებულებების მომსახურება

6

ნედლი ნავთობის შემდგომი რეალიზაციისთვის საჭირო მომსახურება, მათ შორის, საექსპერტო, საკონსულტაციო, აუდიტორული, იურიდიული და სხვა მომსახურება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი