„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 379
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 08/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 010210040.08.002.016998
379
08/12/2015
ვებგვერდი, 08/12/2015
010210040.08.002.016998
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №379  

2015 წლის 8 დეკემბერი 

ქ. თბილისი

 

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 19.12.2013 წ., 010210040.08.002.016900) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი.“.

2. მე-5 მუხლში:
ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაციის უფროსის მიერ ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მონიტორინგისა და კოორდინაციის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;“;

ბ) მე-9 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
გ) დაემატოს მე-11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და მასში ცვლილების შეტანის პროექტების მომზადება და დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარდგენა;

ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისა და მასში ცვლილების შეტანის პროექტების მომზადება;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ინფორმაციის წარდგენა;

ე) საბაჟო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;

ვ)  ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი