დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მომხმარებლებთან ფულადი ანგარიშსწორების განხორციელებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 921 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 19/01/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/02/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.010.000.05.001.001.695 |
საქართველოს კანონი
„მომხმარებლებთან ფულადი ანგარიშსწორების განხორციელებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მომხმარებლებთან ფულადი ანგარიშსწორების განხორციელებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 18.09.2003, მუხ. 206) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ავტოგასამართ სადგურებში საკონტროლო-სალარო აპარატებთან ერთად საგადასახადო ორგანოები ლუქავენ მრიცხველებს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტო – მადოზირებელ მექანიზმებს.“.
2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. საკონტროლო-სალარო აპარატების დანერგვასა და გამოყენებაზე კონტროლი
1. საკონტროლო-სალარო აპარატების დანერგვასა და გამოყენებაზე კონტროლს ახორციელებენ მხოლოდ საგადასახადო ორგანოები.
2. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებას დაქვემდებარებული პირები ვალდებულნი არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით უზრუნველყონ ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა საგადასახადო ორგანოებში საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების შესახებ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 29 დეკემბერი.
№921-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები