ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის ანგარიში ,,საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი“-ს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავის დებულებების შესრულების თაობაზე

  • Word
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის ანგარიში ,,საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი“-ს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავის დებულებების შესრულების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 02/10718
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია
მიღების თარიღი 07/12/2015
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
02/10718
07/12/2015
ვებგვერდი, 10/12/2015
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის ანგარიში ,,საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი“-ს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავის დებულებების შესრულების თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში

 

 

1. 2015 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით  შემოვიდა 73 განცხადება, დაკმაყოფილდა 73 მოთხოვნა;

 

2. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა. შესაბამისად, 2015 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის  გადაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა;

 

3. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას   ადგილი არ ჰქონია;

 

4. 2015 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.

 

5. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოსამსახურეთა მიერ ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს მოთხოვნის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

6. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მიერ;

 

7. 2015 წლის  განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  მერიის მიერ       ინფორმაციის დამუშავებასა და  გაცემასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 232.25 ლარი.