დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქორგგაზის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2015-12/3/03 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „საქორგგაზი“ |
| მიღების თარიღი | 03/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სააქციო საზოგადოება „საქორგგაზის“ (ს/კ 208147637) აქციონერთა საყურადღებოდ
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სააქციო საზოგადოების საერთო კრების მოწვევის შესახებ
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 29 დეკემბერს, დღის 12 საათზე, საქართველოს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის თანახმად, სს „საქორგგაზის“ დირექტორი იწვევს საზოგადოების აქციონერებს სააქციო საზოგადოების საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება ქ. თბილისი, ქიზიყის ქ. №13.
დღის წესრიგი :
1. სს „საქორგგაზის“ 2014 წლის ფინანსური აუდიტის შედეგების განხილვა;
2. სს „საქორგგაზის“ წესდებაში ცვლილებების შეტანა (ახალი რედაქციით დამტკიცება);
3. სს „საქორგგაზის“ მიერ სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენისგან“ აქტივების (უძრავი/მოძრავი ქონების) შეძენა;
4. აუდიტორის დანიშვნა;
5. სხვადასხვა.
საერთო კრების სააღრიცხვო დღედ განისაზღვროს 2015 წლის 7 დეკემბერი.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ კომპანიის ადმინისტრაციაში.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები