,,სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ“

  • Word
,,სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 123
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 86, 14/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
123
08/07/2009
სსმ, 86, 14/11/2009
000000000.00(0).000.000000
,,სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ“
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №123

2009 წლის 8 ივლისი

 ქ. თბილისი

სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ

    მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე:

1. სადაზღვევო ვაუჩერი მიეცეთ სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და რუსთაველის პრემიის ლაურეატებს, რომელთა დაზუსტებულ ნუსხას (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების რიცხვი, თვე, წელი) განსაზღვრავს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და 2009 წლის 17 ივლისამდე მიაწვდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს.

2. სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო ვაუჩერის პირობები განისაზღვროს „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში 2009 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 თებერვლის №32 დადგენილებით დამტკიცებული პირობების შესაბამისად.

3. სადაზღვევო ვაუჩერის მფლობელ სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და რუსთაველის პრემიის ლაურეატებს სასურველი სადაზღვევო ორგანიზაციის შესარჩევად თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის პერიოდი განესაზღვროთ 2009 წლის 10 აგვისტომდე.

    მუხლი 2

 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ დადგენილებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის მოქმედების ვადასთან დაკავშირებული ხარჯები გაითვალისწინონ „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური