სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების თაობაზე და სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექციის რეკომენდაციები დღის წესრიგთან დაკავშირებით

  • Word
სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების თაობაზე და სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექციის რეკომენდაციები დღის წესრიგთან დაკავშირებით
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ს.ს. "საქართველოს საფონდო ბირჟა"
მიღების თარიღი 07/12/2015
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
07/12/2015
ვებგვერდი, 09/12/2015
სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების თაობაზე და სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექციის რეკომენდაციები დღის წესრიგთან დაკავშირებით
ს.ს. "საქართველოს საფონდო ბირჟა"

განცხადება

 

სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ აქციონერთა

რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების თაობაზე

 

გაცნობებთ, რომ 2015 წლის 28 დეკემბერს, 15:00 საათზე ჩატარდება სს “საქართველოს საფონდო ბირჟის”  (შემდგომში - „ბირჟა“) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება.

 

დ ღ ი ს    წ ე ს რ ი გ ი:

 

ბირჟის 2015 წლის ფინანსური აუდიტის (როგორც კონსოლიდირებული, ასევე ცალკე მდგომი კომპანიისთვის) ჩასატარებლად აუდიტორული კომპანიის არჩევის შესახებ;

ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს გამოკლებული წევრის - ეფრემ ურუმაშვილის ნაცვლად ახალი წევრის შერჩევის შესახებ.

    

ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2015 წლის 4 დეკემბერი. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ ამ დღისათვის.

კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში, 10:00-დან 17:30 საათამდე, ბირჟის აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სს კავკასრეესტრი”, შეგიძლიათ შეამოწმოთ კრებაში თქვენი მონაწილეობის უფლება, რისთვისაც თან უნდა იქონიოთ სათანადო საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.

28 დეკემბერს, 14:30 საათიდან 15:00 საათამდე ხმის უფლების მქონე აქციონერთა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია კრებაზე დასასწრებად.

კრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბახტრიონის ქ. 41 (შესასვლელი სასტუმრო კრისტალის მარჯვნივ).

 

გენერალური დირექტორი                                                                           გ. ფარესიშვილი

                                         

 

 

დანართი №1

 

სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექციის

რეკომენდაციები დღის წესრიგთან დაკავშირებით

 

 

    1. დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:

 

რეკომენდაცია:

სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ 2015 წლის ფინანსური აუდიტის (როგორც კონსოლიდირებული, ასევე ცალკე მდგომი კომპანიისთვის) ჩასატარებლად არჩეულ იქნეს აუდიტორული კომპანია RSM Georgia.

 

 

დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:

 

რეკომენდაცია:

 

ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან გადამდგარი წევრის - ეფრემ ურუმაშვილის (პ.ნ. 10001001909) ნაცვლად არჩეულ იქნას ახალი წევრი - ავთანდილ გიგინეიშვილი (პ.ნ. 532424411, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე)