დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46278 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 04/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016352 |
შემოსავლების სამსახურის ბრძანება №46278
2015 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №2) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნაწილი 10. საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორი
| დოკუმენტის კოდი ASYCUDA-ში | დოკუმენტის დასახელება |
| 001 | საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა |
| 002 | ხელშეკრულება |
| 003 | შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი) |
| 004 | სატრანსპორტო ზედნადები |
| 005 | კონოსამენტი |
| 006 | მანიფესტი |
| 007 | TIR-წიგნაკი |
| 008 | ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა, ხელშეკრულება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი წარმომადგენლის უფლებამოსილების შესახებ |
| 009 | დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია |
| 010 | ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა |
| 011 | ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა |
| 012 | ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა |
| 013 | შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა |
| 014 | რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის ნებართვა |
| 015 | „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა |
| 016 | სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა |
| 017 | უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანისა და საქართველოში გადაადგილების ნებართვა |
| 018 | საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა |
| 019 | ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა |
| 071 | ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა |
| 072 | ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა |
| 073 | სამხედრო პროდუქციის იმპორტის ნებართვა |
| 074 | სამხედრო პროდუქციის ექსპორტის ნებართვა |
| 075 | სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა |
| 076 | უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა |
| 077 | უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა |
| 078 | შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა |
| 020 | სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა |
| 021 | არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა |
| 022 | საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა |
| 023 | დსთ-ის ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული) |
| 025 | შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების შესახებ |
| 026 | შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ |
| 027 | საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი |
| 028 | იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი |
| 030 | ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი |
| 031 | ვეტერინარული სერტიფიკატი |
| 032 | საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია |
| 034 | იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
| 035 | საწყობის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
| 036 | დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
| 037 | შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
| 039 | სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (სსაფ) – ნავთობპროდუქტების იმპორტის დროს |
| 040 | საქონლის სპეციფიკაცია |
| 041 | საბანკო გარანტია |
| 042 | ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი |
| 043 | სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე |
| 045 | საქონლის დროებითი შენახვის განაცხადი |
| 046 | სამკურნალო საშუალებების აღნუსხვის ფორმა |
| 047 | იმპორტის გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი |
| 049 | შეფუთვის ფურცელი |
| 050 | ექსპერტიზის აქტი |
| 051 | საქონლის დათვალიერების აქტი |
| 052 | საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი) |
| 053 | ჯარიმის გადახდის დოკუმენტი |
| 054 | სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ |
| 055 | ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი |
| 056 | წერილი |
| 057 | განცხადება |
| 058 | ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი |
| 062 | ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
| 063 | გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
| 064 | ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
| 165 | რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
| 166 | თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
| 065 | ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია |
| 067 | საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 22 |
| 068 | საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 23 |
| 069 | გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია |
| 070 | დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი |
| 200 | ავტომანქანის სახელმწიფო N |
| 201 | რკინიგზის ვაგონი, N |
| 202 | თვითმფრინავი, რეისი N |
| 203 | გემი, რეისი N |
| 204 | კონტეინერი, N |
| 210 | წინმსწრები საბაჟო დეკლარაციის N: A- |
| 300 | ავტომანქანის მარკა |
| 330 | მედიკამენტის დასახელება |
| 333 | სიგარეტების დასახელება და რაოდენობა, კოლოფი |
| 340 | აქციზური მარკების ნომრები |
| 341 | საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი |
| 342 | საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს ბრძანება |
| 345 | აწონვის ქვითარი |
| 420 | საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი) |
| 421 | დეკლარანტის (წარმომადგენლის), არასაგადასახადო ორგანოს ან სხვა პირის მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი) |
| 444 | დამატებითი ინფორმაცია საქონელზე |
| 445 | წინასწარი გადაწყვეტილება |
| 446 | სასაქონლო ზედნადები |
| 447 | სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე მძღოლის სპეციალური მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტი |
| 449 | ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე – „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებით განსაზღვრული EX/II, EX/III, FL, OX და AT ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვისას. ასეთი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დაშვების მოწმობისათვის საქართველოს კანონმდებლობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი წესებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ მონაცემებს |
| 450 | ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის დამადატურებელი დოკუმენტი |
| 451 | შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა ან ლიცენზიის/ნებართვის სათანადო წესით დამოწმებული ასლი ან უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან კანონით და მინიჭებული აქვს ისეთივე სამართლებრივი სტატუსი, როგორიც აქვს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემულ ლიცენზიას/ნებართვას |
| 452 | საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2713 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციით გათვალისწინებულ ნავთობის ბიტუმზე − ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი |
| 456 | ექსპორტისათვის განკუთვნილ, საქართველოდან საზღვაო გზით გასატან საყარ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში – საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტი |
| 457 | რეექსპორტისათვის განკუთვნილ, საქართველოდან საზღვაო გზით გასატან საყარ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში – საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტი |
| 460 | გირავნობის გარიგება |
| 461 | დამგირავებლის თანხმობა დაგირავებული საქონლის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემაზე |
| 462 | სააღსრულებო ფურცელი |
| 463 | სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული გირავნობის მოწმობა |
| 464 | შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის ან შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი |
| 465 | ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები |
| 466 | საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებზე ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე (რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) – წარმომავლობისა და მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტი |
| 467 | რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა |
| 468 | ბენზინის/დიზელის საწვავის იმპორტის შემთხვევაში – დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქონლის ხარისხი აკმაყოფილებს „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებით/„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს.“. |
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
შემოსავლების სასახურის უფროსი გ. თაბუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები