„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4580-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 100110000.05.001.018007
4580-Iს
27/11/2015
ვებგვერდი, 10/12/2015
100110000.05.001.018007
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18.05.2015, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.05.001.017757) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურში სამუშაოდ მისაღები კანდიდატი გადის სპეციალურ შემოწმებას და, როგორც წესი, შეირჩევა სპეციალური კონკურსის საფუძველზე. შერჩეულ კანდიდატს ენიჭება კურსანტის სტატუსი.“.

2. მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) პირი, რომელმაც სპეციალური შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასება მიიღო.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 10და 102 მუხლები:

„მუხლი 101. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა

1. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება:

ა) უფრო მაღალ თანამდებობაზე: სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში,  ხელმძღვანელის წარდგინებითა და მოსამსახურის თანხმობით – თუ მოსამსახურე დაკავებულ თანამდებობაზე 6 თვე მაინც მსახურობს;

ბ) თანაბარ თანამდებობაზე:

ბ.ა) პირადი პატაკის საფუძველზე;

ბ.ბ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის თანხმობით;

გ) უფრო დაბალ თანამდებობაზე:

გ.ა) პირადი პატაკის საფუძველზე;

გ.ბ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის თანხმობით;

გ.გ) ატესტაციის შედეგების საფუძველზე;

გ.დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო.

2. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება სათანადო საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით. პირის სხვა სპეციალობით თანამდებობაზე დანიშვნას, როგორც წესი, წინ უნდა უძღოდეს მისი სათანადო სამსახურებრივი გადამზადება.

3. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით.

4. მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია მოსამსახურე თანამდებობრივი გადაყვანის გარეშე მიამაგროს სამსახურის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფს, სტრუქტურულ ერთეულს ან პენიტენციურ დაწესებულებას.

5. მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია მოსამსახურეს განუსაზღვროს სამუშაო ადგილი.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჭიროა მოსამსახურის თანხმობა.

მუხლი 102. სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობათა შესრულება

1. მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის შესაცვლელად ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც მოსამსახურის სამსახურში არყოფნა საფრთხეს უქმნის სამსახურის ნორმალურ ფუნქციონირებას, შეუძლია:

ა) გადაუნაწილოს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი სხვა მოსამსახურეებს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე;

ბ) დააკისროს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი სხვა მოსამსახურეს და შემცვლელი მოსამსახურე გაათავისუფლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან.

2. მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება წინააღმდეგნაჩვენებია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის ან მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციას და სხვა პროფესიულ მომზადებას.

3. მოსამსახურეს შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე იმავე დაწესებულებაში შეასრულოს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1 თვის ვადით. სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობათა  კალენდარული წლის განმავლობაში 1 თვეზე მეტი ვადით შესრულება შეიძლება მისი შემცვლელი მოსამსახურის თანხმობით.

4. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობებს, თავისი ხელფასის გარდა, ეძლევა დანამატი სამსახურში არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

5. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობებს, ეძლევა სამსახურში არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ სამსახურში არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო.“.

4. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3–მე-5 პუნქტები:

„3. 2016 წლის 1 მაისამდე მინისტრსა და დეპარტამენტის დირექტორს უფლება აქვთ, თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშნონ პირი არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამსახურე (გარდა ამ კანონის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირისა) დანიშვნისთანავე გადის პირველადი მომზადების სასწავლო კურსს სასწავლო ცენტრში. ამ სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში იგი გამოსაცდელი ვადის პერიოდში აგრეთვე გადის ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსს.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამსახურე შეიძლება თანამდებობიდან გათავისუფლდეს:

ა) პირველადი მომზადების სასწავლო კურსის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში;

ბ) პირველადი მომზადების სასწავლო კურსის გავლის არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო;

გ) სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში;

დ) სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსის გავლის შემდეგ ჩაბარებული გამოცდის შედეგების მიხედვით სერტიფიკატის მიუღებლობის შემთხვევაში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 ნოემბერი 2015 წ.

N4580-Iს