სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში

  • Word
სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 21501264095
დოკუმენტის მიმღები სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის საჯარო სკოლა
მიღების თარიღი 04/12/2015
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
21501264095
04/12/2015
ვებგვერდი, 10/12/2015
სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში
სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის საჯარო სკოლა

სსიპ - ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ სსიპ - ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის საჯარო სკოლის 2015 წლის ანგარიშს: 

ა) სკოლაში სულ 171 მოთხოვნა შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;

ბ) დაკმაყოფილდა 171 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე შემოვიდა 1 მოთხოვნა;

დ) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში ახალდაბის საჯარო სკოლაში არ მომხდარა დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა; 

ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს. შესაბამისად, არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები; 

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სკოლის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახება გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე, არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე. 

ამასთან, სკოლის 2015 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:

  

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

171

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა

0

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

0

საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა

0

პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა

0

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

1

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0

დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0