ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი ქუჩისთვის მომღერალი ზურაბ ანჯაფარიძის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი ქუჩისთვის მომღერალი ზურაბ ანჯაფარიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 466
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/11/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016120
  • Word
466
27/11/2015
ვებგვერდი, 07/12/2015
000000000.00.101.016120
ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი ქუჩისთვის მომღერალი ზურაბ ანჯაფარიძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №466

2015 წლის 27 ნოემბერი 

ქ. თბილისი

 

ქ.თბილისში,  ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი ქუჩისთვის მომღერალ ზურაბ ანჯაფარიძის სახელის მინიჭების შესახებ

 

1. საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა)  ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელ ქუჩას მიენიჭოს მომღერალ ზურაბ ანჯაფარიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                     გ. ალიბეგაშვილი