„ქ.თბილისში, ისნის რაიონში ლადო მესხიშვილის ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის მომღერალი ეთერ კაკულიას სახელის მინიჭების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №400 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების და ქუჩის სახელდების თაობაზე

  • Word
„ქ.თბილისში, ისნის რაიონში ლადო მესხიშვილის ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის მომღერალი ეთერ კაკულიას სახელის მინიჭების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №400 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების და ქუჩის სახელდების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 464
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/11/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016118
  • Word
464
27/11/2015
ვებგვერდი, 07/12/2015
000000000.00.101.016118
„ქ.თბილისში, ისნის რაიონში ლადო მესხიშვილის ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის მომღერალი ეთერ კაკულიას სახელის მინიჭების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №400 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების და ქუჩის სახელდების თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №464

2015 წლის 27 ნოემბერი 

ქ. თბილისი

 

„ქ.თბილისში, ისნის რაიონში ლადო მესხიშვილის ქუჩისთვის  და მასთან არსებული შესახვევისთვის მომღერალ ეთერ კაკულიას სახელის მინიჭების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №400 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების და ქუჩის სახელდების თაობაზე

 

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №400 განკარგულების მომზადების დროს ძირითად გარემოებად მიჩნეულ იქნა ლადო მესხიშვილის სახელის დუბლირება. ვინაიდან მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად დაუშვებელია ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ორი იდენტური სახელის მქონე გეოგრაფიული ობიექტის არსებობა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ისნის რაიონში ლადო მესხიშვილის ქუჩისთვის სახელის შეცვლის თაობაზე. 2015 წლის 30 ოქტომბრის №400 განკარგულების მიღების შემდგომ ცნობილი გახდა, რომ ქ.თბილისში არსებული ორი იდენტური სახელის მქონე ქუჩა წარმოადგენდა ორი სხვადასხვა  პიროვნების (მსახიობი და რეჟისორი ლადო ალექსი-მესხიშვილი,  არქიტექტორი  და ხელოვანი ლადო ალექსი-მესხიშვილი) სახელობის გეოგრაფიულ ობიექტს. ვინაიდან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვალდებულებად აქვს აღებული ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ისტორიული ტოპონიმების აღდგენა - შენარჩუნება და მსახიობ ლადო მესხიშვილის ქუჩა, რომელსაც 1923 წელს მიენიჭა სახელი, წარმოადგენს სწორედ ასეთ ისტორიულ ტოპონიმს.

საქართველოს ორგანული კანონის  “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ისტორიული ტოპონიმების აღდგენის მიზნით, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა გააჩნია, ქ.თბილისში, ისნის რაიონში, ეთერ კაკულიას სახელობის ქუჩას აღუდგეს და მიენიჭოს ლადო მესხიშვილის სახელი, დანართის შესაბამისად;

ბ) ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ.თბილისში, ისნის რაიონში ლადო მესხიშვილის ქუჩისთვის  და მასთან არსებული შესახვევისთვის მომღერალი ეთერ კაკულიას სახელის მინიჭების შესახებ“  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №400 განკარგულება;

გ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ., №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                  გ. ალიბეგაშვილი