დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | აჟარის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.102.016130 |
|
,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 31/12/2014; 190020020.35.102.016098) შეტანილ იქნeს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ბალანსი შემდეგი რედაქციით:
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები 2015წელს-1028,5 ათასი ლარის ოდენობით:
დ) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 0,5 ათ.ლარით.
ე) დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები ეკონომიკურ ჭრილში 1110,1 ათასი ლარის ოდენობით, შემდეგი რედაქციით:
ვ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება არაფინანსური აქტივების ცვლილება - ზრდა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 2015 წლისათვის განისაზღვრა 39,1ათ.ლარით, კლება -5,1ათ.ლარით.
ზ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანება
თ) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ი) დადგენილების მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 18. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
1. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა(კოდი 06 00) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული ოჯახების და მოქალაქეების მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს დევნილი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. 1.1. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარებას, მარტოხელა პენსიონერების დახმარებას, მარჩენალდაკარგული პირების დახმარებას, ომში დაღუპულ პირთა ოჯახების დახმარებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების, ახალშობილთა ბავშვების დაბადებისათვის ოჯახის დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 1.1.1. ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დახმარებები ( კოდი 06 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის დაფინანსდება: ა) ზემო აფხაზეთიდან დევნილი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისათვის, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებიან, მოხდება სპეციალური სავარძლის შეძენა, რომლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს; ბ) ბიუჯეტიდან ერთჯერადად ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული ონკოლოგიურად დაავადებული პირების მკურნალობის ხარჯები. (დახმარების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს); გ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების ერთჯერად დაფინანსება (თითოეულ ბენეფიციარზე 200 ლარის ოდენობით); დ) ქვეპროგრამის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ პირთათვის, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად საწოლიდან ადგომა, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეძენილი იქნება სპეციალური სამედიცინო მოწყობილობა (ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი, რომლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 220 ლარს); ე) ქვეპროგრამის ფარგლებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული პირების ოპერაციების და მისგან გამომდინარე მკურნალობის თანადაფინანსების ხარჯების (არაუმეტეს 500 ლარისა), თუ მათ ისარგებლეს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით და მიიღეს ნაწილობრივი დაფინანსება; ვ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად არაუმეტეს 1500 ლარის ოდენობით ანაზღაურდეს, იძულებით გადაადგილებული მცირეწლოვანი ბავშვების (0-10წლამდე), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, სამედიცინო მომსახურების (მათ შორის სარეაბილიტაციო პროცედურები, უცილებელი მედიკამენტების შეძენა, დაავადებათა შემდგომი პრევენცია) ხარჯები, მათთვის განსაკუთრებულ პირობებში და გადაუდებელ შემთხვევაში, ჯანმრთელობის მოშლის ისეთი ფორმის არსებობისას, როდესაც მათი სიცოცხლე საფრთხეშია და დაუყოვნებელი მკურნალობის გარეშე სიკვდილი გარდაუვალია, ან/და როდესაც სახეზეა დაინვალიდების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესების აშკარა და გარდაუვალი საფრთხე და რასაც უპირობოდ უკავშირდება დაავადებების სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებების აუცილებელი განხორციელება.
1.1.2. ხანდაზმულთა სოციალური დაცვა ( კოდი 06 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული: ა) ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები 80- დან 100 წლამდე, ხოლო ერთჯერად (500 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი; ბ) ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ მარტოხელა პენსიონერები (თითოეული 200 ლარის ოდენობით). 1.1.3. ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა (კოდი 06 01 03) ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვის კუთხით ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ: ა) ქვეპროგრამის ფარგლებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებულ მარტოხელა დედებს - ერთჯერადი ფულადი დახმარება, თითოეულს 200 ლარის ოდენობით; ბ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია იძულებით გადაადგილებული მრავალშვილიანი ოჯახების (3 და მეტი 0-დან 18 წლამდე), ერთჯერადი ფულადი დახმარება სამ შვილზე 200 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო შვილზე დახმარება გაიზრდება 50 ლარით; გ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებული ოჯახების დახმარება- მე-3 და მეტი შვილის შეძენისას (დახმარება განისაზღვრება მე-3 ბავშვის დაბადებისათვის 200 ლარის ოდენობით, მე-4 ბავშვის დაბადებისათვის 400 ლარის ოდენობით და ა.შ. ყოველშემდგომ ბავშვზე 200 ლარით მეტი); დ) პროგრამის ფარგლებში, აგრეთვე, ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და ჰყავთ პირველკლასელი ბავშვები (დახმარება გაეწევათ თითოეულს 35 ლარის ღირებულების სასკოლო ჩანთით); ე) გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული 2000-2015წლებში დაბადებული ბავშვების (თითოეულ ბავშვზე არაუმეტეს 55 ლარის ღირებულების) კვების პროდუქტებით ერთჯერადი დახმარება საახალწლოდ; ვ) პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა დედ-მამით ობოლ 0-დან 18 წლამდე ბავშვებს, ერთჯერადად 1500 ლარის ოდენობით; ზ) პროგრამის ფარგლებში ერთჯერადად, 200 ლარის ოდენობით, დახმარება გაეწევათ იძულებით გადაადგილებულ ბავშვებს 0-დან 18 წლამდე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და არიან მარჩენალდაკარგული პირები. 1.1.4 ომში დაღუპულ პირთა ოჯახების სოციალური დაცვა (კოდი 06 01 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული ომში დაღუპულ პირთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება (თითოეულ ოჯახზე 200 ლარის ოდენობით). 1.1.5 სოციალური დახმარებები (კოდი 06 01 05) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ : ა) ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და აქვთ ბუნებრივი აირი. დახმარებას მიიღებენ გაზის გამათბობლის სახით (ოჯახზე ერთი), თითოეულის საცხოვრებელი ბინის ფართობის გათვალისწინებით, სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების და გადაწყვეტილების საფუძველზე; ბ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული ოჯახების, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება, ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს (ერთი ოჯახისათვის) 400 ლარს სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების და გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების დახმარება - ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწევათ პროფესიული საგნმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურის დაფინანსების არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით; დ) ერთჯერად დახმარებას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ კერძო სექტორში, წყლის ავზის სახით (ოჯახზე ერთი), სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების და გადაწყვეტილების საფუძველზე; ე) საუნივერსიტეტო სწავლების მე-2 საფეხურის - მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში დახმარება გაეწევათ საუნივერსიტეტო სწავლების მე-2 საფეხურის - მაგისტრატურაში სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით, არაუმეტეს 1125 ლარის ოდენობით; ვ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად, არაუმეტეს 1000 ლარისა დახმარება გაეწევათ იმ იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებს, სწავლების და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობისათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, არიან განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული და წარმატებული სპორტსმენები; ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იგპ სტუდენტ-ბაკალავრებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, გაეწევათ დახმარება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით, არაუმეტეს 1125 ლარის ოდენობით წელიწადში; თ) ერთჯერად დახმარებას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ კერძო სექტორში, წყლის მილების სახით, სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების და გადაწყვეტილების საფუძველზე; ი) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად განხორციელდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირთა საკუთრებაში არსებული კერძო სახლების და დამხმარე შენობა-ნაგებობების გადასახური სამშენებლო მასალის შეძენა და გადაცემა. შესაძენი სამშენებლო მასალის ღირებულების ოდენობა განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ ადგილზე შედგენილი დათვალიერების ოქმის და სათანადო აქტის საფუძველზე, რომელის ღირებულებაც არ უნდა აღემატებოდეს 1500 ლარს; კ) ერთჯერად 300 (სამასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი დევნილი მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენლებად და რომელთა სარეიტინგო ქულა 30001-ზე ნაკლებია. ამავე საფუძვლებით და პირობებით, ერთჯერად 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები (ოჯახების უფლებამოსილი წარმომადგენელი), რომელთა სარეიტინგო ქულა 30001 და მეტია, მაგრამ 57001-ზე ნაკლებია და ასევე 100 (ასი) ლარის ოდენობით დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, (ოჯახების უფლებამოსილი წარმომადგენელი), რომელთა სარეიტინგო ქულა 57001 და მეტია, მაგრამ 65001-ზე ნაკლებია. 1.1.6. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სარიტუალო მომსახურების ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება (კოდი 06 01 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული გარდაცვლილი პირების სარიტუალო მომსახურება (თითოეულ ბენეფიციარზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით).
კ) დადგენილების მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 19. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, შემდეგნაირად:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები