ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, ავჭალა 1-ის დასახლებაში უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი ამირან ბობოხიძის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, ავჭალა 1-ის დასახლებაში უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი ამირან ბობოხიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 457
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/11/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016111
  • Word
457
27/11/2015
ვებგვერდი, 07/12/2015
000000000.00.101.016111
ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, ავჭალა 1-ის დასახლებაში უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი ამირან ბობოხიძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №45 7

2015 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, ავჭალა 1-ის დასახლებაში უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი ამირან ბობოხიძის სახელის მინიჭების შესახებ

1 . საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) გლდანის რაიონში,  ავჭალა 1-ის დასახლებაში უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ გასასვლელს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი ამირან ბობოხიძის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად ;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე -12 კმ, 6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                           გიორგი ალიბეგაშვილი