დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, სოფ. ზურგოვანაში უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 455 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016109 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №455
2015 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, სოფ. ზურგოვანაში უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) საბურთალოს რაიონში, სოფ. ზურგოვანაში მდებარე უსახელო ქუჩებს, თანდართული რუკის თანახმად, მიენიჭოს შემდეგი სახელები:
აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი ნუკრი გერგედავა
სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ოთარ ზუხბაია
აფხაზეთის ომში დაღუპული ჟურნალისტი ალექსანდრე ბერულავა
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ., №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები