ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი ჩიხისთვის არქიტექტორი ლეოპოლდ ბილფელდის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი ჩიხისთვის არქიტექტორი ლეოპოლდ ბილფელდის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 452
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/11/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016106
  • Word
452
27/11/2015
ვებგვერდი, 07/12/2015
000000000.00.101.016106
ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი ჩიხისთვის არქიტექტორი ლეოპოლდ ბილფელდის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №452

2015 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი ჩიხისთვის არქიტექტორ ლეოპოლდ ბილფელდის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ვაკის რაიონში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ოთხ ჩიხს მიენიჭოს არქიტექტორ ლეოპოლდ ბილფელდის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                           გიორგი ალიბეგაშვილი