ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, დ/დიღმის III მ/რაიონში მდებარე სპორტული მოედნისთვის აშშ-ში დაღუპული კურსანტები იოსებ მაკარიძის და ბესარიონ გორჯოლაძის სახელების მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, დ/დიღმის III მ/რაიონში მდებარე სპორტული მოედნისთვის აშშ-ში დაღუპული კურსანტები იოსებ მაკარიძის და ბესარიონ გორჯოლაძის სახელების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 449
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/11/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016103
  • Word
449
27/11/2015
ვებგვერდი, 07/12/2015
000000000.00.101.016103
ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, დ/დიღმის III მ/რაიონში მდებარე სპორტული მოედნისთვის აშშ-ში დაღუპული კურსანტები იოსებ მაკარიძის და ბესარიონ გორჯოლაძის სახელების მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №449

2015 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, დ/დიღმის III მ/რაიონში მდებარე სპორტული მოედნისთვის აშშ-ში დაღუპული კურსანტების იოსებ მაკარიძის და ბესარიონ გორჯოლაძის სახელების მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივის საფუძველზე,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) საბურთალოს რაიონში, დ/დიღმის III მ/რაიონში, 21-ე კორპუსთან მდებარე სპორტულ მოედანს მიენიჭოს აშშ-ში დაღუპული კურსანტების იოსებ მაკარიძის და ბესარიონ გორჯოლაძის სახელები, თანდართული რუკის თანახმად.

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ., №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                           გიორგი ალიბეგაშვილი