„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო სერვიტუტის უფლების დადგენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო სერვიტუტის უფლების დადგენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2568
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020418
  • Word
2568
27/11/2015
ვებგვერდი, 09/12/2015
000000000.00.003.020418
„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო სერვიტუტის უფლების დადგენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2568

2015 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო სერვიტუტის უფლების დადგენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოს“ (უცხოური საწარმოს ფილიალი, ს/კ: №205011609), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, უსასყიდლო სერვიტუტის უფლება დაუდგინოს ამ განკარგულების დანართში მითითებულ უძრავ ნივთებზე.  

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების უსასყიდლო სერვიტუტის უფლების დადგენის პირობად განისაზღვროს: 

ა) სერვიტუტის საგნის გაზსადენის მშენებლობისა და შემდგომი ექსპლუატაციის  მიზნით გამოყენება;  

ბ)  სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიას“ შორის 2015 წლის 21 სექტემბერს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                     ირაკლი ღარიბაშვილი