დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის (საქართველოს საპატრიარქოს) საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2564 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020414 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2564
2015 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის (საქართველოს საპატრიარქოს) საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (საქართველოს საპატრიარქო) გათავისუფლდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს საპატრიარქოსათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 24 დეკემბრის №941 განკარგულების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და საქართველოს საპატრიარქოს შორის 2009 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის საფუძველზე, ხელშეკრულების 4.2.2 მუხლის შესაბამისად დაკისრებული პირგასამტეხლოსგან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები