დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2561 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020411 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2561
2015 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“, „ლ“ და „ჰ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2016 წლის განმავლობაში, შესაბამისი წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოს:
ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეები – საქვაბე და მშრალი კვებით;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ობიექტებში განთავსებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეები – საბარათე კვებით.
2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 2016 წლის განმავლობაში, წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოს:
ა) ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. №72-ში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული პირები – საქვაბე კვებით;
ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტებში განთავსებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები – საბარათე კვებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები