დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 აგვისტოს №1782 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2553 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020403 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2553
2015 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 აგვისტოს №1782 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 აგვისტოს №1782 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 22 პუნქტის საფუძველზე, ამ პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებში მითითებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა 2015 წლის პირველ დეკემბრამდე უზრუნველყონ მათთვის კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლებით მიღებული სახსრებიდან, ამავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვა:
ა) სსიპ - შემოსავლების სამსახურმა - 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი;
ბ) სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ - 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი;
გ) სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ - 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები