დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სოფელ მუცოში მდინარე მახკოლურაზე 100 კვტ სიმძლავრის მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2551 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020401 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2551
2015 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
სოფელ მუცოში მდინარე მახკოლურაზე 100 კვტ სიმძლავრის მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის შესახებ
ქვეყნისთვის განსაკუთრებული სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციისა და გამოკვლევის შედეგების საფუძველზე, გამარტივებული წესით გასცეს სოფელ მუცოში მდინარე მახკოლურაზე 100 კვტ სიმძლავრის მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები