დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2547 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020397 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2547
2015 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, შპს „თარაზოს“ (ს/კ: №405056424) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, გლდანის მასივში, ხიზანიშვილის ქუჩაზე, №31 პოლიკლინიკის წინ (ნაკვეთი 13/027) მდებარე 400 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.11.12.013.038), შპს „თარაზოს“ საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ლუბლიანას ქუჩის დასაწყისში (ნაკვეთი 22/126) მდებარე 339 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების: №1, საერთო ფართობით - 73,95 კვ.მ, №2, საერთო ფართობით - 34,33 კვ.მ, საზაფხულო ფართი - 158,13 კვ.მ, აგრეთვე ნაგებობა №3 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.13.01.022.126) უფლებრივი ტვირთისგან, მათ შორის, მესამე პირ(ებ)ის იპოთეკის უფლებისგან თავისუფალ მდგომარეობაში, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული გაცვლის პირობებად განისაზღვროს:
ა) შპს „თარაზომ“ უარი განაცხადოს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 13 ივლისის №004057415 და 2015 წლის 10 სექტემბრის №005372115 დასკვნებით დადგენილი, ამ პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობის - 75 153 (სამოცდათხუთმეტი ათას ას ორმოცდაცამეტი) ლარის ანაზღაურების მოთხოვნაზე;
ბ) შპს „თარაზომ“, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, მოაწყოს სკვერი თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, ქ. თბილისში, გლდანის მასივში, ავტომოყვარულთა ფედერაციის მიმდებარედ, 804 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.11.12.008.011).
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები