სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯანმრთელი წყალი +“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯანმრთელი წყალი +“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2546
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020396
  • Word
2546
27/11/2015
ვებგვერდი, 08/12/2015
000000000.00.003.020396
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯანმრთელი წყალი +“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2546

2015 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  შპს „ჯანმრთელი წყალი +“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის“ მე-7 მუხლის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეტში მდებარე 54 838.00 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 74.03.14.077) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ჯანმრთელი წყალი+“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405024432).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, 438 704 (ოთხას ოცდათვრამეტი ათას შვიდას ოთხი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

გ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25%-ისა − ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი − ამ განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში;    

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და ამ განკარგულების გამოცემამდე შეთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის (10 000 000 (ათი მილიონი) ლიტრი მინერალური წყლის) წარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით:

დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში − წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;

დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში − წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის 50%-ის წარმოება. 

3. შპს „ჯანმრთელი წყალი+“-ის მიერ წარდგენილი, განსახორციელებელი ინვესტიციის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა − გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                                                 ი. ღარიბაშვილი