დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯორჯია თექნოლოჯი პარკს“ შორის დასადები თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და დ. ქუმსიშვილისთვის მისი ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2539 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020389 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2539
2015 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯორჯია თექნოლოჯი პარკს“ შორის დასადები თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და დ. ქუმსიშვილისთვის მისი ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
1. „თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის №549 დადგენილების პირველი მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და „შპს „ჯორჯია თექნოლოჯი პარკს“ შორის დასადები „თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ“ ხელშეკრულების პროექტი.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობის სახელით, მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები