„ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ 2014 წლის 4 დეკემბრის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ 2014 წლის 4 დეკემბრის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 04/12/2015
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2015
ძალაში შესვლის თარიღი 04/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 14/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016077
23
04/12/2015
ვებგვერდი, 04/12/2015
010240060.57.069.016077
„ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ 2014 წლის 4 დეკემბრის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №23

2015 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

 

„ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ 2014 წლის 4 დეკემბრის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 4 დეკემბრის №11 ბრძანებით დამტკიცებული „ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესსა და პირობებში“ (www.matsne.gov.ge, 010240060.57.069.016051, 4.12.2014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საწვავის სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება მხოლოდ კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა და უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ატაშეს, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ საწვავის შესყიდვისა.“.

 

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება

1. ხელშეკრულება უნდა დაიდოს კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პრეტენდენტთან, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას.

2. გამარჯვებული პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულება დადოს სისტემაში რეგისტრირებულ ნებისმიერ შემსყიდველ ორგანიზაციასთან.

3. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე გამარჯვებულ პრეტენდენტს მიმართოს წერილობითი ფორმით. თავის მხრივ, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვიდან არაუგვიანეს თხუთმეტი სამუშაო დღის ვადაში, გააფორმოს მასთან ხელშეკრულება ან არგუმენტირებული წერილობითი უარი განაცხადოს ხელშეკრულების გაფორმებაზე.

4. კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია არ გამოიყენება. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტი კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობით კისრულობს ვალდებულებას, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით გადაიხადოს კონსოლიდირებულად შესასყიდი შესაბამისი მარკის საწვავის ჯამური საორიენტაციო ღირებულების 1%-ის ოდენობის თანხა იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს შესაბამისი მარკის საწვავის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე ერთ ან რამდენიმე შემსყიდველ ორგანიზაციასთან. ჯარიმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე. აღნიშნული ვალდებულება მოქმედებს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ვადით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატენდერო კომისიას უფლება აქვს მიიღოს კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება. კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შემთხვევაში სატენდერო კომისია მსჯელობს ახალი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების მიზანშეწონილობის საკითხზე და მიმართავს საქართველოს მთავრობას შესაბამისი რეკომენდაციით.

6. სახელმწიფო შესყიდვისთვის განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე, შემსყიდველი ორგანიზაცია, უფლებამოსილია სატენდერო კომისიის თანხმობის საფუძველზე, კონკრეტული შესყიდვის აუცილებლობისთვის საჭირო მოცულობის შესაბამისი მარკის საწვავი შეისყიდოს სხვა პირისგან (რომელიც, ბაზრის კვლევის შედეგად, შესთავაზებს მას ყველაზე დაბალ ფასს), თუ ერთდროულად კმაყოფილდება შემდეგი პირობები:

ა)  შემსყიდველი ორგანიზაცია გამარჯვებული პრეტენდენტის ავტოგასამართი სადგურიდან დაშორებულია 15 კმ-ზე მეტი მანძილით;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესაბამისი მარკის საწვავის ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტისგან შესყიდვა გამოიწვევს უფრო მეტ დანახარჯს, ვიდრე ამ საწვავის სხვა პირისგან შესყიდვა.“.

 

3. მე-6 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიმწოდებლის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში დაადასტუროს ან უარი თქვას ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებაზე შესაბამისი დასაბუთებით. არასაბარათე, საბარათე ან აგაი სისტემის მეშვეობით შესაბამისი მარკის საწვავის მიწოდებისას ანგარიშსწორება განხორციელდება ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.“;

 

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-10 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„10. მიმწოდებელი პასუხისმგებელია საწვავის ფასთან დაკავშირებით წარმოდგენილი, ასევე მის ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის სისწორეზე.“.

 

4. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო კომისიას უფლება აქვს, მიიღოს კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება. კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შემთხვევაში სატენდერო კომისია მსჯელობს ახალი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების მიზანშეწონილობის საკითხზე და მიმართავს საქართველოს მთავრობას შესაბამისი რეკომენდაციით.“.

 

მუხლი 2
1. ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 4 დეკემბრიდან.

2. ბრძანების მოქმედება არ გავრცელდეს ნავთობპროდუქციის (საწვავის) 2015 წლის კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარების შედეგად წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიკახი დემეტრაშვილი