ქ. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2015 წლის ანგარიში

  • Word
ქ. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2015 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
მიღების თარიღი 03/12/2015
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
03/12/2015
ვებგვერდი, 10/12/2015
ქ. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2015 წლის ანგარიში
ქალაქ ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქ. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2015 წლის ანგარიში

 

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ქ. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2015 წლის ანგარიშს .

ა) რესურსცენტრში შემოვიდა სულ 76 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე რესურსცენტრში შემოვიდა 7 მოთხოვნა, შესწორებული ინფორმაცია გაიცა შვიდივე მოთხოვნაზე. ქ. ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთჯერ. 

 ბ) დაკმაყოფილდა 75 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ;

 გ) რესურსცენტრში შემოვიდა საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე 15 მოთხოვნა. საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე შემოსული 6 მოთხოვნიდან დაკმაყოფილდა ექვსივე ;

 დ) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში რესურსცენტრში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა ;

 ე) რესურსცენტრმა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის I პუნქტის თანახმად ;

 ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის ,,ზ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ რესურსცენტრის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, არ არის გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები.

 ამასთან , ქ. ფოთის საგანმანათლებლო რესურცენტრის 2015 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:

 

 

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

76

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა

7

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

1

საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა

15

პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა

0

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

6

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0

საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაიული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ

 

 

0

დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებ aსა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0

 

 

 

ქალაქ ფოთის საგანმანათლებლო

რესურსცენტრის უფროსი                                          გოჩა ქორქია